воскресенье, 17 ноября 2013 г.

IX დღე:
დღეს დასრულდა ჩვენი თრეინინგი. ყველა მონაწილე წარსდგა თავისი პრეზენტაციით. ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო ვინ როგორ იმუშავა, განხილული იყო მრავალფეროვანი საკითხები, მოვისმინეთ ბევრი საინტერესო თემა. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს თამუნა რუაძეს ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო საკითხების სწავლისათვის. პროექტებით სწავლება ძალიან დამეხმარება ჩემს მოსწავლეებთან უკეთესი შედეგების მისაღწევად.

суббота, 16 ноября 2013 г.

VIII დღე:
დღეს ერთხელ კიდევ გავეცანით gmail-ის შესაძლებლობებს, ორგანიზება გავუკეთეთ ყველა ჩვენს დოკუმენტს, დავახარისხეთ რომელ საქაღალდეში რა უნდა მოგვეთავსებინა.  ვისწავლეთ ბლოგზე პორთფოლიოს გამოქვეყნება. საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი დღე გვქონდა. იმედია ხვალ პრეზენტაციაზე კარგად წარვსდგები.

среда, 13 ноября 2013 г.

VII დღე:
დღეს გავეცანით მე-6 და მე-7 მოდულს, ჩემი პროექტის შაბლონში დავიწყე პროცედურების გრაფის შევსება, გავეცანით და შევავსეთ საბოლოო შეფასების რუბრიკა.
      ჩვენი პროექტის გეგმა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ვემზადებით პრეზენტაციისთვის.
VI დღე:
დღეს გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნას, მასალების მომზადებას მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით. ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სლაიდის მომზადებაზე, აგრეთვე ამ ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე.

среда, 6 ноября 2013 г.

V დღე:
    გავეცანით შეფასების რუბრიკებს, პროექტის პრეზენტაციის მომზადებას, Power Point-ში სლაიდების შექმნას, პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების გრაფა, აგრეთვე განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და სიახლეებით დატვირთული იყო. ნელ-ნელა ჩემი პროექტის გეგმა დასასრულისკენ მიდის. ვიმედოვნებ ბოლოს ძალიან კარგი გამოვა.

суббота, 2 ноября 2013 г.

 IV დღე:
   დღეს გავეცანით მე-2 მოდულის მესამე აქტივობას, კერძოდ, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას. ჩემი პროექტის გეგმის შაბლონში სათანადო ადგილას ჩავსვი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩემს მიერ შექმნილი ბუკლეტი გადავგზავნე საქაღალდე ,,კურსის რესურსებში".
    განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. ძალიან დატვირთული სამუშაო დღე გვქონდა. მე მგონი ყველაფერს კარგად გავართვი თავი.ისე გამიტაცა ნაბიჯ-ნაბიჯ  გეგმის შაბლონის შევსებამ, ერთი სული მაქვს როდის გავალ ბოლოში.