воскресенье, 17 ноября 2013 г.

IX დღე:
დღეს დასრულდა ჩვენი თრეინინგი. ყველა მონაწილე წარსდგა თავისი პრეზენტაციით. ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო ვინ როგორ იმუშავა, განხილული იყო მრავალფეროვანი საკითხები, მოვისმინეთ ბევრი საინტერესო თემა. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს თამუნა რუაძეს ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო საკითხების სწავლისათვის. პროექტებით სწავლება ძალიან დამეხმარება ჩემს მოსწავლეებთან უკეთესი შედეგების მისაღწევად.

суббота, 16 ноября 2013 г.

VIII დღე:
დღეს ერთხელ კიდევ გავეცანით gmail-ის შესაძლებლობებს, ორგანიზება გავუკეთეთ ყველა ჩვენს დოკუმენტს, დავახარისხეთ რომელ საქაღალდეში რა უნდა მოგვეთავსებინა.  ვისწავლეთ ბლოგზე პორთფოლიოს გამოქვეყნება. საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი დღე გვქონდა. იმედია ხვალ პრეზენტაციაზე კარგად წარვსდგები.

среда, 13 ноября 2013 г.

VII დღე:
დღეს გავეცანით მე-6 და მე-7 მოდულს, ჩემი პროექტის შაბლონში დავიწყე პროცედურების გრაფის შევსება, გავეცანით და შევავსეთ საბოლოო შეფასების რუბრიკა.
      ჩვენი პროექტის გეგმა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ვემზადებით პრეზენტაციისთვის.
VI დღე:
დღეს გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნას, მასალების მომზადებას მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით. ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის სლაიდის მომზადებაზე, აგრეთვე ამ ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე.

среда, 6 ноября 2013 г.

V დღე:
    გავეცანით შეფასების რუბრიკებს, პროექტის პრეზენტაციის მომზადებას, Power Point-ში სლაიდების შექმნას, პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების გრაფა, აგრეთვე განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და სიახლეებით დატვირთული იყო. ნელ-ნელა ჩემი პროექტის გეგმა დასასრულისკენ მიდის. ვიმედოვნებ ბოლოს ძალიან კარგი გამოვა.

суббота, 2 ноября 2013 г.

 IV დღე:
   დღეს გავეცანით მე-2 მოდულის მესამე აქტივობას, კერძოდ, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას. ჩემი პროექტის გეგმის შაბლონში სათანადო ადგილას ჩავსვი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩემს მიერ შექმნილი ბუკლეტი გადავგზავნე საქაღალდე ,,კურსის რესურსებში".
    განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. ძალიან დატვირთული სამუშაო დღე გვქონდა. მე მგონი ყველაფერს კარგად გავართვი თავი.ისე გამიტაცა ნაბიჯ-ნაბიჯ  გეგმის შაბლონის შევსებამ, ერთი სული მაქვს როდის გავალ ბოლოში. 

суббота, 26 октября 2013 г.

III დღე
დღეს ჩვენ შევისწავლეთ ბლოგზე ფურცლების ჩამატება, არასწორად ჩაწერილი სათაურების რედაქტირება, გავეცანით ,,Intel"-ის პროექტების სწავლების მე-2 მოდულს, კერძოდ, სტანდარტების გათვალისწინებას. გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს.
       დავალებად მოგვეცა ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებული საგნობრივი სტანდარტის მორგება ჩვენს პროექტზე. სასწავლო პროექტის შაბლონის ნაწილობრივ შევსება.

პროექტის იდეა:
,,ჩვენ და მათემატიკა"
მოსწავლეები აღწერენ თავიანთ დამოკიდებულებას მათემატიკასთან, გამოიკვლევენ მათემატიკის მნიშვნელობას სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში, მოსწავლეები ისტ-ის გამოყენებით მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში მათემატიკის განვითარების შესახებ, მის როლს ყოფა-ცხოვრებაში.

пятница, 25 октября 2013 г.

II დღე
ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლე შაბლონების გაკეთება, შევქმენით ჩვენი საკუთარი ბლოგი, გავაკთე ჩემთვის სასურველი დიზაინით შექმნილი ბროშურა. მოგვეცა დავალება ჩვენს ბლოგზე გამოგვექვეყნებინა პროექტისთვის შერჩეული სათაური. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენერის მიერ გადმოცემული მასალით.

суббота, 19 октября 2013 г.

I დღე
გავეცანი ,,intel''-ის მიერ შექმნილი პროექტების გამოყენებას სასწავლო პროცესში, ბლოგში ახალი ინფორმაციის ჩაწერას, გამოქვეყნებას. საქაღალდეებში ახალი საქაღალდეების ჩაწერას. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი სამუშაო გარემოა შექმნილი, ყველაფერი გასაგები ენით იყო გადმოცემული. ველი საინტერესო სიახლეებს.